ჩიქოვანი: გამიჭირდება პრეზიდენტთან მიმართებაში სიტყვის, „გამაერთიანებელი სიმბოლოს“ გამოყენება

ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, საქართველოს პრეზიდენტთან, როგორც „გამაერთიანებელ სიმბოლოსთან” ურთიერთობის შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე ჰკითხა დეპუტატმა თამარ კორძაიამ. ირაკლი ჩიქოვანმა თავისი ხედვა დღეს დეპუტატებს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარუდგინა. თამარ კორძაიას კითხვის პასუხად მან უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს და პრეზიდენტს კანონის ფარგლებში ექნებათ ურთიერთობა.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში „გამაერთიანებელი სიმბოლოს“, ამ სიტყვის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში გამიჭირდება, გულწრფელად გეტყვით.
საკმაოდ მაპოლარიზებელი იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც მას ჰქონდა მიღებული. არ შევალ ამ დებატებში, ამაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, მეც მაქვს დაფიქსირებული.
როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, გეტყვით, რომ პრეზიდენტთან და თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობები არის გაწერილი და დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, ამით ვისარგებლებ მეც”, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.
გასულ წელს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ ს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში განხორციელებული ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია, რადგან ამისთვის მთავრობის თანხმობა არ ჰქონია. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ 100 საჭირო ხმა ვერ მოაგროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო