კახა გოგოლაშვილი: ასე მგონია ოცნების ჩინოვნკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში

“რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი ესაჭიროება, ამიტომ ეს ტექნიკურად თითქმის შეუძლებელი ამოცანა არისო. სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით. ასე მგონია ოცნების ჩინოვნკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის საქართველოში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაბამისი რეგულაციის ბმულს აქვე ვდებ, რომ ნახოთ და თავად დარწმუნდეთ ვინ ტყუის და ვინ არა. ასევე მომყავს შესაბამისი ამონარიდი ინგლისურად.
“If a simple majority of Member States notify, the Commission will have to adopt an implementing decision temporarily suspending the exemption from the visa requirement for certain categories of nationals of the third country concerned for a period of nine months. During this period, the Commission must establish an enhanced dialogue with the third country concerned to remedy the circumstances in question. If the circumstances persist, the Commission will adopt (at the latest two months prior to the expiry of the nine months) a delegated act temporarily suspending the visa waiver for a further period of 18 months, for all the nationals of the third country concerned. Before the end of the period of validity of the delegated act, the Commission must submit a report to the European Parliament and the Council.”,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ