ჩეჩნეთის ლიდერის 16 წლის ვაჟი მსროლელ ბატალიონში დამკვირვებლად დაინიშნა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თინეიჯერი შვილი ს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ახალი ბატალიონის დამკვირვებლად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
ადამ კადიროვი 16 წლის გასულ კვირას გახდა. ის ასევე ცოტა ხნის წინ მამამისის, რამზან კადიროვის დაცვის უფროსად დაინიშნა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს კადიროვის ვაჟი დაკავებულ პატიმარს. ვიდეოში, სადაც ადამ კადიროვი პატიმარს სცემს, ისმის, რომ მას ყურანის დაწვის გამო სჯის. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, კადიროვის ვაჟის მიმართ ისმოდა კრიტიკა, მათ შორის კრემლის მომხრეებისგანაც. თუმცა, რამზან კადიროვმა თქვა, რომ ის ამაყი იყო შვილის საქციელით, რადგან მისი ვაჟი პატივს სცემდა “თავისი რელიგიის დაცვის იდეალებს”.
ადამ დელიმხანოვმა, რომელიც რუსეთის ეროვნულ გვარდიაში, ჩეჩნეთის დივიზიის ხელმძღვანელია, თქვა, რომ ადამ კადიროვი მსროლელ ბატალიონში ზედამხედველად, დამკვირვებლად დაინიშნა.
“ეს დანიშვნა ბუნებრივი გაგრძელება იყო ადამის მნიშვნელოვანი სამსახურისა ჩვენი ხალხის რელიგიური, საოჯახო და კულტურული ღირებულებებისთვის”,- თქვა დელიმხანოვმა.
კადიროვის ადმინისტრაციას კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. ჩეჩნეთის მსროლელთა ბატალიონი ნოემბრის დასაწყისში შეიქმნა და ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ემორჩილება. ში მოსკოვის მიერ დაწყებულ ომში, რუსეთის დასახმარებლად რამზან კადიროვმა ათასობით მებრძოლი გააგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ