ქეთა თოფურია: არას­დროს და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვმა­ლავ, მაგ­რამ რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ქა­ლე­ბი ზღვარს გა­და­დი­ან და გა­სა­ბერ თო­ჯი­ნას ჰგვა­ნან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა

“არას­დროს და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვმა­ლავ, მაგ­რამ რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ქა­ლე­ბი ზღვარს გა­და­დი­ან და გა­სა­ბერ თო­ჯი­ნას ჰგვა­ნან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა” – ქეთა თოფურია რინოპლასტიკის, შეცვლილი გარგნობისა და პირადი ცხოვრების სესახებ – Marao
ქეთა თოფურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოში არ ცხოვრობს, ქართველი აუდიტორიისთვის მაინც საინტერესო პერსონაა. მისი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა დეტალები ყოველთვის იმსახურებს დიდ გამოხმაურებას.
ქეთა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტია. მისი მამა, ანდრო თოფურია იყო კანონიერი ქურდი, ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ–ქიმიკოსია. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ ა-სტუდიოსაგან იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს ა-სტუდიოს ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.
ქეთა თოფურიასგარეგნობა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ის არ მალავს, რომ პლასტიკური ქირუსგისთვის არაერთხე მიუმართავს და თვლის, რომ თუ ადამიანს ესა თუ ის ცვლილება თავს უკეთესად აგრძნობინებს, უარი არ უნდა თქვას. მან აღნიშნა ისიც, რომ ბავშვობაში მიღებული ტრამვის გამო რინოპლასტიკას მიმართა.
“ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი მო­ვი­და სახ­ლში, ჩვენ­თან და ხუმ­რო­ბით ცხვირ­ში შო­კო­ლა­დი “ტვიქ­სი” მეს­რო­ლა. მა­შინ ნამ­დვი­ლად ვიგ­რძე­ნი ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წკლე­ბი გამ­ცვივ­და. ცხვი­რი შე­მი­შუპ­და და კეხი გა­ი­ზარ­და. მე­გო­ნა გა­მივ­ლი­და, მაგ­რამ არა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, ერთი ნეს­ტო­თი სა­ერ­თოდ ვერ ვსუნ­თქავ­დი. ქი­რურგთან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც ძგი­დის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თარ თავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ შევ­ხე­დე, ცხვი­რის წვე­რი დაბ­ლა მი­ვარ­დე­ბო­და. დე­დამ მკი­თხა: “ცხვი­რი მიკრო­ფონ­ზე გაქვს და­დე­ბუ­ლი? მივ­ხვდი, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო…
ერთხელ გა­ვი­კე­თე რი­ნოპ­ლას­ტი­კა. ამან მხო­ლოდ უკე­თე­სო­ბის­კენ შემ­ცვა­ლა. პრინ­ციპ­ში, არას­დროს და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვმა­ლავ. მაგ­რამ რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ქა­ლე­ბი ზღვარს გა­და­დი­ან და გა­სა­ბერ თო­ჯი­ნას ჰგვა­ნან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.
ჩვენ ვი­პო­ვეთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, არ­ტურ რი­ბა­კი­ნი, რო­მელ­მაც რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­მი­კე­თა. მი­თხრა, რომ ძგი­დის ოპე­რა­ცია არას­წო­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და თა­ვი­დან გა­მი­კე­თა ძგი­დის და ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია. ახლა ბედ­ნი­ე­რი ვარ“, – აღნიშნა ქეთამ გადაცემა „Macarena“-ში საურბრისას.
ქეთა თოფურიამ პირველ მეუღლზე, ლევ გეიხმანზე 2013 წელს იქორწინა. წარ­მა­ტე­ბულ ბან­კირ­თან და ბიზ­ნეს­მენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პოპ-მომ­ღე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე მა­ლავ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ებ­რა­უ­ლი გვა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ლევ გე­იხ­მა­ნი რუ­სე­თი­და­ნაა, ის მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და 1974 წლის 26 აპ­რილს. წყვილს ერთი ქალიშვილი, ოლივია შეეიძინა, თუმცა ქეთა და ლევი ერთმანეთს დაშორდნენ. ქეთამ მეორედ ბიზნესმენ ლევ ძენგოვზე იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი, ადამი ჰყავს, რომეიც უკვე სამი წლისაა. ქეთამ ინტერვიუში ლევ ძენგოვისა და მისი ქალიშვილის, ოლივიას ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა:
“მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ის ცოტა გა­ი­ზარ­და, ძენ­გო­ვი მიხ­ვდა, რომ სა­ჭი­რო იყო ცოტა სა­ზღვრე­ბის აშე­ნე­ბა. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რად გა­ა­კე­თა – ინარ­ჩუ­ნებ­და რო­გორც მე­გობ­რო­ბას, ასე­ვე გარ­კვე­ულ დის­ტან­ცი­ას, ისე რომ არ არ­სე­ბობ­და მიმ­ღებ­ლო­ბა. იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვი არ იყო მიჩ­ვე­უ­ლი სხვის­გან შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მას. ოლი­ვია მხო­ლოდ დე­დას უს­მენ­და, მაგ­რამ არა მა­მი­ნაც­ვალს. ცოტა რთუ­ლი იყო ამ მო­მენ­ტის შეც­ვლა. მაგ­რამ მან ეს მო­ა­ხერ­ხა,“ – ამბობს მომღერალი.

ასევე დაგაინტერესებთ