ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, გამტაცებლებმა აშშ-ს მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს | AP

ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი, რომელიც იემენის სანაპიროსთან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, -ს საზღვაო ძალების მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს. გამტაცებლები კი დააკავეს.
აშშ-ის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ მათმა ძალებმა და მოკავშირეებმა, მათ შორის Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებელი USS Mason, საპასუხო ქმედება დაიწყეს და თავდამსხმელებს ტანკერის გათავისუფლება მოსთხოვეს.
“შემდეგ, ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გემი დატოვა და სცადეს გაქცევა მათი პატარა ნავით. Mason დაედევნა თავდამსხმელებს, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ ჩაბარდნენ”, – განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ.
ტანკერი 26 ნოემბერს გაიტაცეს. ცენტრალურ სარდლობას გამტაცებლების ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა.
იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა თავდასხმაში ჰუსიტებს ადანაშაულებდა, თუმცა აჯანყებულებს, რომლებიც დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, პასუხისმგებლობა ტანკერის გატაცებასა და სარაკეტო თავდასხმაზე არ აუღიათ.
შეგახსენებთ, რომ ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, მისი მმართველი კი კომპანია Zodiac Maritime-ია. კომპანიის წარმომადგენელმა შემთხვევას “საეჭვო მეკობრეობის ინციდენტი” უწოდა. კომპანიის განცხადებით, ხომალდს თურქი კაპიტანი მართავდა და ეპიჟის წევრებს შორის ს, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, საქართველოსა და ფილიპინების მოქალაქეები იმყოფებოდნენ.