მასწავლებლები კალაძის დამლაიქებლებად – ვრცელდება ბაღების შიდა ჩეტების სავარაუდო სქრინები

სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება სქრინები, სადაც სავარაუდოდ ჩანს, როგორ ავალდებულებენ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს კახა კალაძის პოსტის მოწონებას.
როგორც სქრინებიდან იკითხება სამთავრობო გვერდებზე ბაღის თანამშრომლების აქტივობა შემდგომში მოწმდება:
“ყველა ბაღი ცალცალკე ითვლება და გთხოვთ არ დაიზაროთ. ამ ექვსი აღმზრდელის მეტს ვერ ვხედავ”.
“…რომ დაალაიქებთ, ჩაწერეთ, აქ, 9 საათამდე ხათომ რაოდენობა უნდა გასცეს”…
ამ დროისთვის კალაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ყველაზე მეტი, 35 000 “ჰაჰა’ რეაქცია აქვს.