სამიტი იყო ისტორიული, გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში | მიშელის შემაჯამებელი განცხადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში და მიღებული გადაწყვეტილებებით, გარეთიანებამ ძლიერი პოლიტიკური გზავნილი გააკეთა:
ს აგრესიის ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე ღრმად შეცვალა ევროკავშირი. ჩვენ გავამყარეთ მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ღირებულებები. სამიტი, რომელიც ახლახან დასრულდა, იყო ისტორიული, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ სთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება. ჩვენ ასვე შევთანხმდით, რომ გავხსნით მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი ისინი მიაღწევენ კრიტერიუმების შესაბამისობის საკმარის დონეს და ჩვენ გვაქვს მარტში დაგეგმილი შეხვედრა. ეს არის ჩვენი მკაფიო არჩევანი, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ვუგზავნით ევროპელ მოქალაქეებს და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.