ბოკერია: რუსეთის მიღმა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენივე მთავრობაა

25 აპრილს ვაშინგტონში, American Enterprise Institute-ში გაიმართა დოკუმენტური ფილმის – ბუჩამდე იყო – ჩვენება. ფილმის ჩვენებამდე მოეწყო დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მ მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მთავარი თემა იყო აფხაზეთის ომის დროს ს მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოსა და დასავლეთისთვის და ამ კონტექსტში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირება. გიგა ბოკერიამ დისკუსიის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“ჩრდილოეთში ჩვენი მტრის მიღმა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენივე მთავრობაა. ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, ათობით ათასი ადამიანი თბილისის ქუჩებშია გამოსული და საკითხი, ვინც დეტალები არ იცით, არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ წარადგინა ე.წ. რუსული კანონი, რომელიც ახდენს ყველას აგენტად სტიგმატიზებას, ვინც თანხებს დასავლური ფონდებისგან იღებს – იქნება ეს სამოქალაქოსაზოგადოება თუ მედია, და აძლევს დამატებით ძალაუფლებას მთავრობას გამოძიებაზე, ყველა ინტერაქციის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე.[…]
საქართველოს ახლანდელი პოლიტიკური ლიდერების ხაზი რუსული პროპაგანდის ხაზს ემთხვევა და ამბობს, რომ დასავლეთი რუსეთთან დაპირისპირებაში არ ჩაერთვება, ამისთვის რესურსები და პოლიტიკური ნება არ ექნება, ასე რომ, სისხლისღვრისა და ბომბებით ბავშვების დახოცვის თავიდან ასარიდებლად, ჩვენ უნდა მოვრიგდეთ, რაც ნიშნავს, რომ თავდაცვით ფრონტზე რუსეთის დომინაცია უნდა მივიღოთ, რომ ესაა ერთადერთი გზა მშვიდობისკენ და ყველა NGO და მედია ჯგუფი, რომელიც ამ ხაზს აკრიტიკებს, ან მთავრობას სამოქალაქო თავისუფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე აკრიტიკებს, არის დასავლეთში იმ ძალების აგენტი, რომლებსაც ჩვენი მარიონეტებად გამოყენება სურთ.
მეორე ხაზი, რომელიც ასევე ვახსენე, იდენტობის ხაზი, ასევე ძალიან ძლიერია. პერიფრაზირება რომ მოვახდინო ერთ-ერთი ქართველი პუტინისტი პოლიტიკოსის: მათ ჩვენი დაცვა კი არ უნდათ, მათ ჩვენი შვილების გეებად გარდაქმნა უნდათ. ესაა ერთი წინადადება, რომელიც აჩვენებს ამ ხაზს.[…]
ნებისმიერი გარიგება დღევანდელ რუსეთთან, გამოიწვევს გაცილებით დიდ სისხლისღვრას ყველა ჩვენგანისთვის. საქართველოს მთავრობა ამას აკეთებს. ისინი ნაწილობრივ წარმატებული იყვნენ უკანასკნელ პერიოდამდე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანაში, რომ ისინი არ არიან ანტი-ევროპელები, ანტი-მედასავლეთეები, ისინი უბრალოდ ფრთხილები არიან… ომის შიში ნორმალური შიშია ყველა პატრიოტისთვის… მაგრამ ახლა, ვფიქრობ, რომ მთავრობას, რომელსაც ოლიგარქი აკონტროლებს, ზედმეტი მოუვიდა და ჩვენ ვხედავთ რეაქციას ქუჩაში. იმედი მაქვს ეს რეაქცია პოლიტიკური ცვლილებისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერად გარდაიქმნება მოახლოებულ არჩევნებში”. – თქვა ბოკერიამ.
22 აპრილს აფხაზეთის ომის დროს ქართველთა გენოციდის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესშიც გაიმართა. გამოფენა და ფილმის ჩვენება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.