ვლადიმირ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ის მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ პუტინმა მეწარმეთა და ენტერპრენერების რუსული კავშირის კონგრესზე ისაუბრა.
პუტინმა ეს მაშინ თქვა, როდესაც კონგრესის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თხოვნით მიმართა, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს ნიკოლაი ჩერნიშევსკის რომანი “როგორ მოვიქცეთ?” გადასცეს. სპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სიმ წარსულში ეს რომანი მის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად დაასახელა.
“აუცილებლად წავიღებ ამ წიგნს და გადავცემ ჩვენს მეგობარს. ის ძლიერი მმართველი და ნამდვილი კაცია” – თქვა პუტინმა.
პუტინს არ დაუკონკრეტებია ვიზიტის ზუსტი თარიღი, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მისთვის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.