“რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მზადებას და სანგრების გათხრას” – რა ხდება ორჭოსნის საოკუპაციო ბაზაზე – დავით ქაცარავა

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მზადებას და სანგრების გათხრას.
ამჯერად, ორჭოსნის საოკუპაციო ბაზის თავზე დავაფიქსირეთ თხრილი, რომელიც გაჩნდა უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში. ამ სანგრებს რომ ჩვენი “პოტენციური” თავდასხმის შიშით არ თხრიან, ალბათ ყველა დამეთანხმებით. ქოცმთავრობის ე.წ. “სტრატეგიული თმენის” და ქოც-პრაგმატული პოლიტიკა ოკუპანტების აგრესიულ მოქმედებას რომ არ აჩერებს, ალბათ არც ეს არის საკამათო. ასეთი ტიპის სანგრებისა და თხრილების მომზადების პროცესი დაწყებულია (რაც ჩვენ დავაფიქსირეთ) 2023 წლის მარტიდან. რატომ თხრიან და რისთვის ემზადებიან? არ ვიცი.
ერთი კი ვიცი დანამდვილებით, მშვიდობით ომს ვერ მოიგებ.

ასევე დაგაინტერესებთ