ხუხაშვილი: “ოცნება” კონფლიქტების პროვოცირებით არის დაინტერესებული

“ოცნებას” პროპაგანდისტული მესიჯბოქსებით ქართველი ხალხისთვის ორიენტაციის არევაში ადანაშაულებს – პოლიტოლოგი “ტვ პირველის” ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ს უშიშროების სამსახურში დამკვიდრებულ მეთოდებს იყენებს.

ცდილობენ თავდაყირა დააყენონ ცნებები, რომ ზუსტად ეს არის ევროპა, რასაც ისინი აკეთებენ” – აცხადებს ხუხაშვილი და თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “იდიოტიზმს” უწოდებს.

პოლიტოლოგი ხელისუფლების მიერ 29 აპრილს დაგეგმილ კონტრაქციასთან დაკავშირებითაც საუბრობს და დასძენს, რომ “ოცნების” მიზანს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივება წარმოადგენს.

ხელისუფლება თავისი პროპაგანდის, ტვინების გამორეცხვის მეშვეობით და “ფე ეს ბეში” კარგად აპრობირებული ტექნიკებით, ცდილობს, ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს თავგზა აუბნიოს, იმედები დაუტოვოს. თავდაყირა დააყენოს ცნებები, რომ ზუსტად ეს არის ევროპა, რასაც ისინი აკეთებენ. კალაძემ მორიგი მარგალიტი გაახმოვანა, რომ ჩვენ ევროპულ კოლეგებს დავეხმარებით აგენტების მმართველობის დამარცხებაშიო. ეტყობა, არიან ადამიანები, რომელთაც ამ იდიოტიზმის სჯერათ. ან არ არიან და საკუთარი ოჯახის წევრებს ატყუებს. 29-ში ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანენ და იქ არანაირი სულისკვეთება არ იქნება. ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი დარჩა ძალის დემონსტრირება. ისინი დაინტერესებული არიან გარკვეული კონფლიქტების პროვოცირებაში”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ