„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, სომხეთში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

სომხეთში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, მიხეილ ბინიამინი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საქმე ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემას ეხება, ბინიამინი კი ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური ქსელის ალბანური ფილიალის მთავარ კურატორად სახელდება.
მედიის ცნობით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკისას რამდენიმე ქოლ-ცენტრიდან ათასობით ევრო, 82 კომპიუტერი, 23 მობილური ტელეფონი და დოკუმენტაცია ამოიღეს. ასევე, დაკავებულია ქოლ-ცენტრების 4 მენეჯერი.

ასევე დაგაინტერესებთ