რუსეთის შსს-მ „დანაშაულის ნიშნები“ აღმოაჩინა გარი კასპაროვის მოქმედებებში

ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დანაშაულის ნიშნები“ აღმოაჩინა საზღვარგარეთ მცხოვრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ თანადამაარსებლის, გარი კასპაროვისა და ივან ტიუტრინის მოქმედებებში, რაც გამოიხატებოდა უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მოხალისეების მხარდასაჭერად აუქციონის ჩატარებაში. ამის შესახებ ლაპარაკია „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ შეტყობინებაში, რომელსაც გაეცნო რადიო თავისუფლება. შემოწმების შესახებ ტასიც იტყობინება მის ინიციატორზე, სახელმწიფო დუმის დეპუტატ ანდრეი ალშევსკიზე დაყრდნობით.
დეპუტატისადმი პასუხში მიუთითებს, რომ კასპაროვისა და ტიუტრინის მოქმედებებში შეინიშნება დანაშაულის ნიშნები ე.წ. არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მუხლით. რუსეთში ადრე ასეთ ორგანიზაციად ცნეს „თავისუფალი რუსეთის ფორუმი“. შსს იტყობინება, რომ შემოწმების შედეგები საგამოძიებო კომიტეტს გადაეგზავნა „გადაწყვეტილებების მისაღებად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
აუქციონი 9 ნოემბერს ჩატარდა ვილნიუსში. მასზე ფიგურირებდა „ომის არტეფაქტები, თავად მოხალისეთა ბატალიონების მიერ წარმოდგენილი ნივთები, უკრაინელი და რუსი მხატვრების ნამუშევრები“. ორგანიზატორთა თქმით, შეგროვდა 50 ათას ევროზე მეტი, რითაც ში მებრძოლი რუსი მოხალისეებისთვის შეისყიდეს აღჭურვილობა და ჩაცმულობა.
„თავისუფალი რუსეთის ფორუმი 2016 წლის მარტში შეიქმნა ტიუტრინისა და კასპაროვის მიერ. ორგანიზაცია კონფერენციებს მართავდა ვილნიუსსა და სხვა ქალაქებში. უკრინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ე.წ. ანტისაომარ კონფერენციებს ატარებდა.
ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი გარი კასპაროვი რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან ქვეყანა დატოვა. აქტიურად გამოდის, მათ შორის -ის მედიაში, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და მხარს უჭერს უკრაინას.

ასევე დაგაინტერესებთ