მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი დააკავეს

ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.

არსებული ცნობით, ის ქალზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.

დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე (რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) და 151-ე (რაც მუქარას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ