იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა, პირობას გაძლევთ – ქართული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ნებისმიერ მეგობარ ქვეყანას

[ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველო მოსამართლეების] დემონიზება რას მოჰყვა? გარკვეულ საქმეებს, რომლითაც იყო მცდელობა პოლიტიკა შემოტანილიყო სასამართლოში. სასამართლოში პოლიტიკა ვერ შემოვა, ყოველ შემთხვევაში, სანამ მე ვარ თავმჯდომარე, პირობას გაძლევთ, რომ ვერცერთ ეტაპზე, პოლიტიკა სასამართლოში ვერ შემოვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან ისაუბრა ქართული მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტზე და აღნიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულება, ქართული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ნებისმიერ მეგობარ ქვეყანას.
„სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მათგანს, მაგრამ გარწმუნებთ, ქართული მართლმსაჯულება თავისი განვითარების და თავისი შესაბამისობის სტანდარტით ბევრად უფრო აღემატება ჩვენი ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
მისი განმარტებით, სასურველია ყოველთვის უკეთესი, მაგრამ ნებისმიერი მონაცემებით, კვლევით და მათ შორის, დამოუკიდებელი კვლევებით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარდა, ქართული მართლმსაჯულება ძალიან ბევრ ინსტიტუციას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას რეიტინგით ბევრად წინ უსწრებს.
„სასამართლოს აქვს ნდობა, რასაც ადასტურებს ის საქმეთა ნაკადი, რომელიც სასამართლოში შედის, ასევე, იმ ხალხის და მხარეების განწყობა, რომლებიც სასამართლოში შედიან. 2018 წლიდან შიდა კვლევებს ვაწარმოებთ სასამართლოში და საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს. ეს არის შიდა კვლევა, რომელიც გვაძლევს იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რა არის სასამართლოში პრობლემა და რა უნდა გამოსწორდეს. თუმცა გეუბნებით, მე არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოთარ შამუგია: მადლობა მინდა გადავუხადო FAO-ს და ავსტრიის მთავრობას, კერძოდ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას (ADC) წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის