ანჯეი დუდა: რუსეთის მხრიდან NATO-ს ტერიტორიაზე სარაკეტო შეჭრა უფრო მასშტაბური ომის საფრთხეს ქმნის

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, 2022 წლიდან ს მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რამდენიმე რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, რაც დუდას შეფასებით, მოსკოვის მხრიდან ძალის დემონსტრირების პროვოკაციული მცდელობაა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო შეჭრა NATO-ს ტერიტორიაზე, უფრო მასშტაბური ომის საფრთხეს ქმნის.

„ჩვენ არანაირი ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციაა, როდესაც რაკეტა ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოდის, შემდეგ კი უხვევს და უკრაინისკენ მიფრინავს“, – განუცხადა The Wall Street Journal-ს ანჯეი დუდამ. 

მისი თქმით, არის საფრთხე, რომ მსგავსმა შემთხვევებმა პოლონეთის ინფრასტრუქტურის დაზიანება, ანაც, მსხვერპლი გამოიწვიოს.

„ეს ყველაზე სახიფათო სიტუაციაა, რაც შეიძლება დღეს წარმოვიდგინოთ, რადგან ეს არის სიტუაცია, რომელშიც შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო“, – ამბობს დუდა. 

პოლონეთის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ბოლო შემთხვევას 24 მარტს ჰქონდა ადგილი, როდესაც დასავლეთ ზე დამიზნებულმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამი დაჰყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს