ზურაბ ჯაფარიძე: ეს ქვეყანა არ გარუსდება. უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს

“29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რის გამო აკეთებენ – სჯერათ რომ ღირსებას იცავენ დასავლეთისგან (იდიოტები არიან), სჯერათ რომ რუსეთშია ხსნა (მოღალატეები არიან) თუ უჭირთ და შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ (გამყიდვლები არიან)
ყველა შემთხვევაში სირცხვილია
მათ თუ არა, მათ შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ
29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი რასაც განასახიერებს დღევანდელი და საითაც მიაქანებს ივანიშვილი ამ ქვეყანას
აი ღარიბაშვილი იდგება
ამ რუსულ ნაგავში კოტრიალი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის არჩევანია
მეორე მხარეს არის თავისუფლება, ღირსება, სიმართლე, წესიერება, კეთილდღეობა, გრძელვადიანი მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი და ყველაფერი ის რის გამოც გონიერ ადამიანებს უნდათ დასავლეთი ამ ქვეყანაში საკუთარი შვილებისთვის
ეს ქვეყანა არ გარუსდება
უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს”, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ