ინტერნეტით იყიდება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომელიც ფატალურ შედეგებს იწვევს – რას ამბობს თეიმურაზ კუპატაძე ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე?

ინტერნეტით იყიდება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, რომელიც ფატალურ შედეგებს იწვევს – რას ამბობს თეიმურაზ კუპატაძე ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე?
ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა.
რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით გა­სა­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ სინ­თე­ტი­კურ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც მომ­ხმა­რებ­ლებ­ში ფა­ტა­ლურ შე­დე­გებს იწ­ვევს.
მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი გა­სა­ღე­ბის სქე­მა­ში რთა­ვენ ახალ­გაზ­რდებს, ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში და სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით აცხა­დე­ბენ ვა­კან­სი­ებს და სო­ლი­დურ გა­სამ­რჯე­ლოს სთა­ვა­ზო­ბენ.
“მინ­და მცი­რე გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­სულ სი­უ­ჟე­ტებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ნარ­კო­ვი­თა­რე­ბას.
ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად შე­მო­დის სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო გზე­ბით, ასე­ვე სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტთან ერ­თად, 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს კომ­პლექ­სურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. შექ­მნი­ლია უწყე­ბა­თა­შო­რი­სი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­რის­კო გა­და­ზიდ­ვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რის შე­დე­გა­დაც ხდე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­ზე.
გარ­და ამი­სა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც მუდ­მი­ვად ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს ნარ­კოტ­რან­ზი­ტის ფაქ­ტე­ბი.
დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით გა­სა­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბულ სინ­თე­ტი­კურ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც მომ­ხმა­რებ­ლებ­ში იწ­ვევს ფა­ტა­ლურ შე­დე­გებს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი გა­სა­ღე­ბის სქე­მა­ში რთა­ვენ ახალ­გაზ­რდებს, ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში და სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით აცხა­დე­ბენ ვა­კან­სი­ებს და სთა­ვა­ზო­ბენ სო­ლი­დურ გა­სამ­რჯე­ლოს.
მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია, ეს არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბის გან­თავ­სე­ბას, არა­მედ წარ­მო­ად­გენს ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რის­თვი­საც სას­ჯე­ლი ძა­ლი­ან მკაც­რია და მსგავს საქ­მე­ებ­ზე ასო­ბით პირი იქნა მი­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.
ამავდრო­უ­ლად კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი­სა და უძ­რავ მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მო­ძი­ე­ბა და და­ყა­და­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად უკა­ნო­ნო გზით იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი.
გარ­და ამი­სა, ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ე.წ. დარ­ქნეტ­ში და სხვა­დას­ხვა ტე­ლეგ­რამ არ­ხებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბას, სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. ასე­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა ხსე­ნე­ბუ­ლი ტე­ლეგ­რამ არ­ხე­ბი­სა და სხვა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ე­ბის დაბ­ლოკ­ვა და მათი გა­უქ­მე­ბა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავს სქე­მებ­ში ჩარ­თუ­ლი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის მი­მართ გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებს სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო, რათა მო­ძი­ე­ბულ იქ­ნეს მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და­მუ­შავ­დეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, და­ი­ნიშ­ნოს და ჩა­ტარ­დეს ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რათა დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი მი­ეც­ნენ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში“, – გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ