თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მოკლული პირი, სამხედროა

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე მოკლული კაცი, სამხედრო ლაშა გუჯეჯიანია და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუჯეჯიანი გასულ ღამეს, წულუკიძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც
განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ