გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი – ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, დენის ფრანცისმა განაცხადა.
„ღრმად შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ხანგრძლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო გათავისუფლების და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის შესახებ“, – წერს დენის ფრანცისი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს გენერალური ასამბლეის 193 წევრიდან 120-მა ღაზაში ჰუმანიტარულ ზავს დაუჭირა მხარი, 14 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი გადაწყვეტს და მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე უარს იტყვის