რამდენიმე ბრიტანელს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში ბრალი წაუყენეს

26 აპრილს, ბრიტანელ მამაკაცს ბრალი წაუყენეს სავარაუდოდ ს სასარგებლოდ ჩადენილი ქმედებებისთვის. 20 წლის დილან ერლი შაბათს გამოცხადდა ლონდონის ვესტმინსტერის სასამართლოში. მას ბრალად ორი დანაშაული ედება, ეროვნული უსაფრთხოების აქტის მიხედვით „საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს რუსეთს“,- ნათქვამია სასამართლოს ჩანაწერებში.
ორი ბრალდებიდან ერთ-ერთი ამტკიცებს, რომ ერლი ეხმარებოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს, მათ შორის – „სამიზნეების კვლევასა და დაზვერვაში, და ამგვარი საქმიანობისთვის პირების დაქირავების მცდელობით“.
მეორე ამტკიცებს, რომ ერლი ემზადებოდა „ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ქმედებისთვის, ან გაერთიანებულ სამეფოში საზოგადოების ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის სერიოზული რისკის შემცველი ქმედებისთვის“.
ერლს ასევე წაუყენეს ბრალი ლონდონში, სთან დაკავშირებულ კომერციულ საკუთრებაში ცეცხლის გაჩენის საქმესთან დაკავშირებით.
სამ სხვა მამაკაცს ასევე წაუყენეს ბრალი ამავე საქმესთან დაკავშირებით.
ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის (CPS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებული ბრალდება უკავშირდება თავდასხმას, რომელიც 2024 წლის მარტში მოხდა, უკრაინასთან დაკავშირებულ ქონებაზე.
რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები დიდი ხანია დაიძაბა და კიდევ უფრო გაუარესდა 2022 წლის თებერვალში, მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ საქმეში არსებული ბრალდებებით.
„ჩვენ გამოვიყენებთ სისხლის სამართლის სისტემის მთელ წონას, რათა პასუხისგებაში მივცეთ ნებისმიერი დამნაშავე უცხო ქვეყნის ჩარევასთან დაკავშირებულ დანაშაულებში“, დაწერა მან X-ზე.