„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში მსვლელობა მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, – ამ ლოზუნგით ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას აწყობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ს უნივერსიტეტის შენობიდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
„ჩვენი გზა არის ევროპისკენ, გამარჯვებისკენ და ამ გზას გაუმარჯოს. ბათუმის ქუჩებიდან რუსულ ოცნებას ვუთხრათ არა. არა ყველაფერს რუსულს, ევროპას კი, საქართველოს გაუმარჯოს”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მსვლელობამდე ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა საერთო საზოგადოებრივი განხილვა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.
განხილვას დაესწრნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე , „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე და ს პირადი წარმომადგენელი .