„ბოდიში, არანორმირებულად გვიწევს შრომა“ – ბათუმის მერი მოხსენებისას რუსეთის რუკის ჩვენებაზე

ს მერის, არჩილ ჩიქოვანის გამოსვლას ქალაქის საკრებულოში ინციდენტი მოჰყვა. იმ დროს, როცა იგი მოხსენებით გამოდიოდა და საზოგადოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავდა, პრეზენტაციის სლაიდებს შორის მონიტორზე გამოჩნდა ს რუკა, ევროკავშირის დროშის ფერებში.
ხარვეზის გამოსასწორებლად მონიტორი მალევე გათიშეს, ბათუმის მერმა კი ბოდიში მოიხადა: „არ იყო სასიამოვნო, რაც ყველა ჩვენგანმა დავინახეთ ვიზუალიზაციის ნაწილში. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელზე მუნიციპალიტეტის, მეც მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და საზოგადოებას, მედიასაშუალებებს, კოლეგებო თქვენც, ვინც ეს შეცდომა იხილა, მინდა ბოდიში მოგიხადოთ. როდესაც არანორმირებულად გვიწევს შრომა და მუშაობა, ეს არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ ხდება ხოლმე შეცდომები და კიდევ ერთხელ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“, – თქვა არჩილ ჩიქოვანმა.
საკრებულოში ოპოზიციის წევრმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ბათუმის მერმა სპექტაკლი დადგა, როცა საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი რუსეთის რუკით მიულოცა. „ამით კორუფციის გადაფარვას ცდილობს. გაკვირვებული ვარ, ვერ წარმომედგინა. მოვუწოდებ მეგობრებს, არ დარჩნენ სხდომაზე. ეს მილოცვა დადგმული სპექტაკლია”, – თქვა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძემ და სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
თავის მხრივ, ბათუმის მერიის პრესსამსახურის უფროსმა თეკლა ჩიჩუამ მომხდარის გამო თავის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ “შინაარსობრივ ნაწილზე მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი”.

ასევე დაგაინტერესებთ