ასადი: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰოლოკოსტში ექვსი მილიონი ებრაელი მოკლეს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ჰოლოკოსტში მოკლული ექვსი მილიონი ებრაელის მტკიცებულებები არ არსებობს და -ს გერმანიის ნაცისტური პარტიის დაფინანსებაში დასდო ბრალი.
ასადის მიმართვას ახლო აღმოსავლეთში მდებარე დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი MEMRI აქვეყნებს. ვიდეოში სირიის პრეზიდენტი თავდაპირველად ამბობს, რომ “არ არსებობს ექვსი მილიონი ებრაელის (რედ. ჰოლოკოსტში) მოკვლის მტკიცებულება”, თუმცა, იგი შემდეგ ამატებს, რომ “საკონცენტრაციო ბანაკები არსებობდა, მაგრამ ეს საკითხი პოლიტიზებულია და ეს არ არის ჰუმანიტარული საკითხი, და არ არის ნამდვილი”.
ასადის თქმით, “ჰოლოკოსტი პოლიტიკურ საკითხად გადაიქცა, რათა სიმართლე გაეყალბებინათ და მოგვიანებით ევროპიდან ებრაელები სხვა ადგილებში, პალესტინაში, გადაეყვანათ”.
ამას გარდა, სირიის პრეზიდენტი კიდევ ერთ ანტისემიტურ შეთქმულების თეორიას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ებრაელები კასპიის ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები თურქულენოვანი ტომის, ხაზარების შთამომავლები არიან.
მიმართვაში ბაშარ ალ-ასადი ომთაშორის პერიოდში ნაციზმის ზრდას აშშ-ს მხარდაჭერას უკავშირებს: “ჩვენმა უმეტესობამ იცის, რომ ორ მსოფლიო ომს შორის ნაციზმის ზრდა ამერიკის მხარდაჭერით მოხდა.” – ამბობს ის.