ამერიკა “არ მოისვენებს”, ვიდრე რუსეთში დაკავებული ამერიკელი შინ არ დაბრუნდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მოისვენებს მანამ, სანამ რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პოლ უელანი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდება. განცხადება ბლინკენმა 27 დეკემბერს გააკეთა.
დღეს, 28 დეკემბერს, 5 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთში ამერიკის მოქალაქე პოლ უელანი დააკავეს. ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი და შეერთებული შტატების განცხადებით, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.
”ძალზე დიდი ხნის განმავლობაში, პოლმა და მისმა ოჯახმა იწვნია ს მთავრობის გადაწყვეტილების შედეგები, უკანონოდ დაეკავებინა შეერთებული შტატების მოქალაქეები”, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. ბლინკენის თქმით, მიუღებელი და გაუმართლებელია ადამიანთა პოლიტიკურ “პაიკებად” გამოყენება.
გასულ კვირას, ბრიტანულ მაუწყებლთან “ბი-ბი-სი” ინტერვიუში, პოლ უელანმა თქვა, რომ ის ამერიკისგან “მიტოვებულად” გრძნობდა თავს. იმავდროულად, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთთან ახალ შეთავაზებაზე მუშაობს, რომლის მიზანია პოლ უელანის და ევან გერშკოვიჩის გათავისუფლება.
გერშკოვიჩი “უოლ-სტრიტ ჯორნალის” ჟურნალისტია, რომელიც ახლა სასამართლოს მოლოდინში იმყოფება. ის რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. მოსკოვმა მათი გათავისუფლების წინა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ