Squid Game-ის მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს

სერიალის, Squid Game-ის მსახიობი, ო იონგ-სუ სასამართლომ სექსუალური შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და 8 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.
79 წლის ო იონგ-სუს ქალის ორჯერ სექსუალურად შევიწროება ბრალად 2022 წელს წარუდგინეს.
მსახიობმა დანაშაულები 2017 წელს ჩაიდინა, როცა თეატრალურ შესრულებაში მონაწილეობის გამო სასოფლო დასახლებაში რჩებოდა. ო იონგ-სუ ქალს მის სახლთან და სახლამდე მისასვლელ გზაზე მისი ნების წინააღმდეგ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ის თანახმად, სასამართლომ ო იონგ-სუნს სექსუალურ ძალადობაზე კლასებზე დასწრება დაავალა.
საქმის მოსამართლის თქმით, შემთხვევათა აღწერა და მონათხრობი, რომელიც სასამართლოს მსხვერპლმა მიაწოდა, “თანმიმდევრულია […] და როგორც ჩანს, არის განცხადებები, რომლებსაც ვერ გააკეთებდა მათი თავის თავზე გამოცდის გარეშე”.
ო იონგ-სუ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს, რისთვისაც 7 დღე აქვს.
2021 წლის დასაწყისში Squid Game-ში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ოქროს გლობუსი მიიღო. ასევე ნომინირებული იყო ემიზე. მოგვიანებით ო იონ-სუ Balenciaga-ს სახე გახდა.
Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”