არქივი22 აპრილი, 2024, 17:09
Reuters - ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ორი თავდასხმა განხორციელდა.
ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან თავდასხმა დრონის მეშვეობით მოხდა.
ასევე, კვირას, სირიაში, რუმალინის ბაზის მიმართულებით ჩრდილოეთ ერაყიდან ხუთი რაკეტა გაუშვეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.