Pravda - ბერდიანსკში „პუტინის არჩევნების“ ორგანიზატორი ქალი თავის მანქანაში ააფეთქეს
ოკუპირებულ ბერდიანსკში ე.წ „არჩევნების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალი თავის მანქანაში ააფეთქეს. ის მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
ბერდიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიქტორია გალიცინა ამბობს, რომ „ფსევდოარჩევნების ერთ-ერთი ორგანიზატორი ლიკვიდირებულია“.
„ინციდენტი ჰერცენის ქუჩაზე მოხდა. შედეგების ამსახველი კადრები ოკუპანტების პროპაგანდისტულმა წყაროებმა გაავრცელეს. როდესაც ქალი საკუთარ მანქანაში ჩაჯდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - აღნიშნავს გალიცინა.
ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, მანქანის ქვეშ დაახლოებით ერთ-ნახევარი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.