4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებულს საპროცესო გაუფორმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება ბექა ჭულუხაძესთან, რომელსაც 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა აღიარა, თუმცა მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ჭულუხაძეს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება და საქმეში დივერსია ნახსენები არ არის.