ირაკლი ფავლენიშვილი - ლევან ხაბეიშვილი წერილში ჩვენ არ გვგულისხმობს - რაც შეეხება ლევან სანიკიძეს, დასვენება ყველას სჭირდება, მან ჩათვალა, რომ აეღო პაუზა, თუმცა არსად წასულა და პარტიაში რჩება
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა პარტიის საქმიანობაზე, საპროტესტო აქციების დაგეგმვაზე, ლევან სანიკიძის მიერ პაუზის აღებაზე და ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილზე. მისი თქმით, პარტია აქტიურდება და მალე საპროტესტო აქციებშიც ჩაერთვება. ფავლენიშვილის განცხადებით, ლევან სანიკიძე პარტიაში რჩება და გარკვეული პაუზის შემდეგ მენეჯმენტს დაუბრუნდება, ხოლო ხაბეიშვილის წერილი მის გუნდს არ ეხება და ის იმ ადამიანებს გულისხმობდა, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი მისი იდეების მიმართ.
ინტერპრესნიუსი