რამდენ ლარად შეიძენთ აშშ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა, ხოლო ევროს კურსი 2.9154 ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9154 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9100 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.