ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა საქართველოში ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული კომპანიის ანგარიშებზე 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩარიცხა და მისი ლეგალიზება სცადა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოში კომპანია დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშებზეც უცხოეთიდან, ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩარიცხა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი და მისი ნაწილი, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე საზღვარგარეთ გადარიცხა.
"უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდება.
გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდება. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.