სიმართლე გითხრათ, თავის დროზეც გაუგებარი იყო რა კრიტერიუმებით შეარჩია ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად - ბერდია სიჭინავა
ბერდია სიჭინავამ კრიტიკულად შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ნანა ყეინიშვილის წარდგენა და ეჭვქვეშ დააყენა მისი კეთილსინდისიერება.

ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ინტერესი - როგორ ცდილობდა ზურაბიშვილის პროტეჟე ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
ეროვნული ბანკის საბჭოში ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ამის მიზეზად კი, ეროვნულ ბანკში მანკიერი პროცესის ლუსტრაციის გამოვლენა დაასახელა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბერდია სიჭინავას თქმით, გაუგებარი იყო რა კრიტერიუმებით შეარჩია ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად.
"სიმართლე გითხრათ, თავის დროზეც გაუგებარი იყო, რა კრიტერიუმებით შეარჩია ქალბატონმა ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად. მე არ ვიცი, კონკრეტულ შემთხვევაში რა ინტერესთა შეუთავსებლობაზეა საუბარი, თუმცა ნანა ყეინიშვილზე არც მაღალი წარმოდგენის ვარ, არც მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და არც მის კეთილსინდისიერებაზე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ციტატები სტატიიდან
„სიმართლე გითხრათ, თავის დროზეც გაუგებარი იყო, რა კრიტერიუმებით შეარჩია ქალბატონმა ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად. მე არ ვიცი, კონკრეტულ შემთხვევაში რა ინტერესთა შეუთავსებლობაზეა საუბარი, თუმცა ნანა ყეინიშვილზე არც მაღალი წარმოდგენის ვარ, არც მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და არც მის კეთილსინდისიერებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.