ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მთავრობამ „გრინ ენერჯი პროს“ ბორჯომში მიწა 49 წლით გადასცა - რა ვალდებულებები აქვს კომპანიას?

საქართველოს მთავრობამ კომპანია „გრინ ენერჯი პროს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთები 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა. კომპანიას ეკისრება ვალდებულება, გადაიხადოს წლიური სარგებლობა და ააშენოს ელექტროსადგური.

მთავრობამ „გრინ ენერჯი პროს“ ბორჯომში მიწა 49 წლით გადასცა - რა ვალდებულებები აქვს კომპანიას?
მთავრობამ „გრინ ენერჯი პროს“ ბორჯომში მიწა 49 წლით გადასცა - რა ვალდებულებები აქვს კომპანიას?BM.GE

მთავრობამ კომპანია „გრინ ენერჯი პროს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტსა და დაბა ბაკურინში 5 319 კვ.მ.-ის ფართობის 6 მიწის ნაკვეთი 49 წლით აღნაგობის უფლებით გადასცა.

2 318-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ყოველწლიურად მიწის სარგებლობისთვის 8 733 ლარი უნდა გადაიხადოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგური უნდა ააშენოს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „გრინ ენერჯი პრო“ 2022 წელსაა დაფუძნებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი ავთანდილ ხუციშვილია. ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, კომპანიას 4 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან ერთი წაგებულია, სამი კი მიმდინარე.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.