მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი იპოვეს
სოფელ ომალოში მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი მეხანძრე-მაშველებმა დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 112-ში შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ შევიდა. სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს, უსაფრთხო ადგილზე მიიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.