Paramount-ისა და Warner Bros შერწყმით ახალი მედიაიმპერია შეიქმნა - რა ვიცით მის შესახებ?
Paramount-მა Warner Bros Discovery $111 მილიარდად შეიძინა და ჰოლივუდის ორი უმსხვილესი სტუდია ერთ მედიაიმპერიად გააერთიანა, რომელსაც Skydance-ი ეწოდა.

Paramount-ის მიერ Warner Bros Discovery-ის $111 მილიარდად შესყიდვის გარიგება ოფიციალურად დაასრულა და ჰოლივუდის ორი უმსხვილესი სტუდია ერთ მედიაიმპერიად გააერთიანა.
გარიგების შედეგად შეიქმნა ახალი კომპანია Skydance-ი, რომელსაც სათავეში დევიდ ელისონი ჩაუდგა, თანააღმასრულებელ დირექტორად კი Mattel-ის ყოფილი ხელმძღვანელი ინონ კრეიზი დაინიშნა.
ახალი მედიაჰოლდინგის დაქვემდებარებაში Paramount-ისა და Warner Bros-ის კინოსტუდიები, HBO Max-ი, CBS News-ი და CNN-ი გადავიდნენ.
გარიგების მასშტაბებიდან გამომდინარე, შტატების მარეგულირებლებმა ანტიმონოპოლიური რისკები წამოჭრეს, რაც საბოლოოდ სასამართლო დავით დასრულდა. კალიფორნიის, ნიუ-იორკისა და კიდევ 10 შტატის სარჩელის საფუძველზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, Skydance-ი ვალდებულია, ყოველწლიურად მინიმუმ 30 მხატვრული ფილმი და 180-ზე მეტი სატელევიზიო შოუ გადაიღოს.
ამასთან, CBS News-სა და CNN-ს დამოუკიდებელი სარედაქციო საბჭოების შენარჩუნება დაევალათ, რომელთა საქმიანობასაც სპეციალური მეთვალყურე დააკვირდება.
ცნობისთვის, Paramount-ისა და Warner Bros-ის გაერთიანებით ჰოლივუდში კონცენტრაციის რისკები მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც მსახიობები და პროდიუსერები აპროტესტებენ, თუმცა მარეგულირებელი ორგანო ამ გარიგებაში საშიშს ვერაფერს ხედავს. Skydance-ის გარდა, ბაზარზე სხვა მსხვილი მოთამაშეებიც იქნებიან, მათ შორისაა: Walt Disney, Universal Pictures და Sony Pictures.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.