ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან

Apple-მა და LG Electronics-მა სახლის ჭკვიანი მოწყობილობების ერთობლივად შექმნის მიზნით პარტნიორობა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ვიდეოკამერებს, თერმომეტრებსა და საკეტებს გამოუშვებენ.

Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან
Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიანBM.GE

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა სახლის ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად სამხრეთკორეულ კომპანია LG Electronics-თან პარტნიორობა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მხარეები კარზე მისამაგრებელ ვიდეო კამერებს, ჭკვიან თერმომეტრებს, საკეტებსა და უსაფრთხოების კამერებს ერთობლივად შექმნიან. Bloomberg-ის ცნობით, ახალი ტექნიკური ხაზი მიზნად ჭკვიანი სახლის ერთიან ეკოსისტემაში მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს.

შეთანხმების მიხედვით, Apple-ი მოწყობილობების დიზაინსა და საინჟინრო მხარეზე პასუხისმგებლობას აიღებს, LG Electronics-ი კი წარმოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეული გიგანტი ამ პროდუქციას საკუთარი ბრენდის სახელით გაყიდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსგავსი სტრატეგია Apple-სთვის ახალი არ არის. კომპანია თანამშრომლობის ანალოგიურ მოდელს წლების განმავლობაში Belkin-თან და Logitech-თანაც წარმატებით იყენებდა. ეს მიდგომა კორპორაციას საკუთარი პლატფორმის ირგვლივ ეკოსისტემის პირდაპირი საწარმოო ხარჯების გარეშე გაფართოების საშუალებას აძლევს. ამას გარდა, გარე პარტნიორების რესურსების გამოყენება ბაზარზე ახალი პროდუქტების სწრაფ ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ცნობისთვის, Apple-მა ჭკვიანი სახლის პლატფორმა HomeKit-ი პირველად 2014 წელს შექმნა, თუმცა სისტემა Amazon-ისა და Google-ის პროდუქტებთან კონკურენციის გაწევას გლობალურ ბაზარზე ჯერ ვერ ახერხებს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.