ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“ეს ეკადრება ამერიკას? რა საშინელი ისტორიაა” – დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას აშშ-ში არსებული სიკვდილით დასჯის პრაქტიკის შესახებ. ის საუბრობს ქალის მკვლელობის საქმეზე, რომლის სიკვდილით დასჯა ვერ მოხერხდა კათეტერის ვენაში ვერჩადგმის გამო და მსჯელობს ამერიკული სასჯელის სისასტიკესა და ჰუმანურობის საკითხებზე.

“ეს ეკადრება ამერიკას? რა საშინელი ისტორიაა” – დათო გამცემლიძე
“ეს ეკადრება ამერიკას? რა საშინელი ისტორიაა” – დათო გამცემლიძეალია

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

ეს ეკადრება ამერიკას?

რა საშინელი ისტორიაა

. . . . .

ამერიკაში სიკვდილით ვერ დასაჯეს შუა ხნის ქალი, რომელსაც სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა მის მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაულისთვის – ქალის წამებით მკვლელობისთვის.

ვერ დასაჯეს სიკვდილით იმიტომ, რომ….ვერ მოკლეს: ორჯერ შეუყვანეს მომაკვდინებელი ინექცია, მაგრამ ორივეჯერ კათეტერი ვერ ჩაუდგეს და ვენიდან სისხლის ნაცვლად დიდწილად ლიმფში და კუნთში გაჟონა შხამმა.

წაიყვანეს საავადმყოფოში. იქ გონს მოვიდა, თუმცა ახლა მესამედ უპირებენ მოკვლას.

მოკლედ…..საოცარი რამ ხდება.

ევროპისგან განსხვავებით, სადაც სიკვდილით დასჯა აბსოლუტურად გამოირიცხა, ამერიკაში კვლავაც ბიბლიური “სისხლი სისხლისა წილ” მაქსიმით ხელმძღვანობენ.

კი ბატონო, საკამათოა რომელი მიდგომა უფრო სწორია: ეს თუ ალტერნატიული, რომ სახელმწიფო, ზოგადად, არ უნდა კლავდეს.

არ არის სწორი და გამართლებული, როცა სახელმწიფო კლავს.

მაგრამ ამერიკის შემთხვევაში პრობლემა უფრო სხვაა:

თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება დღემდე, სადაც სიკვდილით დასჯა ს ა ჯ ა რ ო დ ხდება!

Public execution.

არა, ირანივით მოედანზე არ ჰკიდებენ ამწე კრანით, მაგრამ სიკვდილით დასჯას, -გაზით იქნება, ელექტროსკამზე თუ სასიკვდილო ინექციით – ათეულობით ადამიანი ესწრება.

არა მხოლოდ დაზარალებულები, არა მხოლოდ პროკურორი/ ადვოკატი, არამედ ზოგ შტატში ჟურნალისტები და საზოგადოების “თვალსაჩინო წარმომადგენლები”.

საჯაროა: აბა რა ჯანდაბაა?

თუმცა ესეც კი არ არის ყველაზე მთავარი.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ თვით სიკვდილის დასჯის პროცედურა არის ამერიკაშო საშინლად სასტიკი.

ადამიანს კლავ…. კი ბატონო, დაიმსახურა, მაგრამ…. დამატებით რატომ სტანჯავ?

შტატების უმრავლესობაში სიკვდილმისჯილმა ზუსტად იცის, როდის, რომელ საათზე მოკლავენ და საათებს ითვლის საკანში.

ამასთან შედარებით…..მომკალით ამკუწეთ, საშინელება უნდა ვთქვა ახლა….დიახ, ამასთან შედარებით გვიანბრეჟნევის კომუნისტურ ეპოქაშიც კი ( ანუ 1970 იანი წლების ბოლოდან) სიკვდილით დასჯა ბევრად ჰუმანური ფ ო რ მ ი თ ხდებოდა:

მამაჩემი, ცხონებული ავთო მიყვებოდა:

ორთაჭალის ციხეზე სიკვდილმისჯილებიც იყვნენ და პატიმრებმა ზუსტად ვიცოდით, როგორ ხვრეტდნენ.

უმრავლეს შემთხვევაში სპეცილურად კი არ მიათრევდნენ სადღაც დასახვრეტ საკანში (თუმცა ასეც ხდებოდა ხოლმეო, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ეჩქარებოდათ. მაგალითად “თვითმფრინავის ბიჭები”)….. არამედ ხშირად როგორც წესი სხვა ტექნოლოგიით მოქმედებდნენ: სიკვდილმისჯილი თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში გაჰყავდათო საკნიდან სხვადასხვა საბაბით….ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე…მისგან მოითხოვდნენ, უკან არავითარ შემთხვევაში არ მოეხედა.

ჰოდა მეასე ან ასორმოცდამეათე გაყვანის დროს ტყვიას მოულოდნელად ახლიდნენ კეფაში, როცა არ მოელოდა-. ბადრაგს მშვიდად, უკამოუხედავად ელაპარაკებოდა.

იქვე თავდებოდა უტანჯველად.

თავად განსაჯეთ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რომელი ფორმა (!) უფრო ჰუმანურია მართლა?

. . . . . . . . . . . .

ჰოდა ვიმეორებ კითხვას: ეკადრება ეს ამერიკას?

ჩემი აზრით, არა, არ ეკადრება.

მეტადრე უსასტიკესი ფ ო რ მ ა და არა სიკვდილით დასჯა როგორც ასეთი.

საფრანგეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა მას შემდეგ რაც ეკრანებზე გამოვიდა ეპოქალური ფილმი “ორნი ქალაქში” დიდი ჟან გაბენისა და ალენ დელონის მონაწილეობით.

ამ რანგის ფილმი შექმნა სიკვდილით დასჯის მორალურ გამოწვევებზე ამერიკულმა კინემატოგრაფმა?

“დევიდ გეილის ცხოვრება”, კევინ სპეისის შესრულებით, ან თუნდაც სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული ” მწვანე მილი”, ჟოზე ჯოვანის იმ დაუვიწყარ შედევრთან შესადარიც კი არ არის.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.