ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

Apollo-ს მისიის პროგრამული უზრუნველყოფის პიონერი მარგარეტ ჰამილტონი გარდაიცვალა

Apollo-ს მისიის პროგრამული უზრუნველყოფის პიონერი და მეცნიერი მარგარეტ ჰამილტონი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან გადამწყვეტი წვლილი შეიტანა კოსმოსური პროგრამების განვითარებაში და იყო პირველი ქალი პროგრამისტი MIT-ის ლაბორატორიაში.

Apollo-ს მისიის პროგრამული უზრუნველყოფის პიონერი მარგარეტ ჰამილტონი გარდაიცვალა
Apollo-ს მისიის პროგრამული უზრუნველყოფის პიონერი მარგარეტ ჰამილტონი გარდაიცვალატაბულა

მარგარეტ ჰამილტონი, მეცნიერი რომელიც სათავეში ედგა 100-კაციან გუნდს და Apollo-ს მისიების საბორტო პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნიდა , 30 სექტემბერს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საავადმყოფოში მისი გარდაცვალების ფაქტი მისმა ქალიშვილმა, ლორენმა დაადასტურა.

ჰამილტონი იყო პირველი ქალი პროგრამისტი, რომელიც 1965 წელს Apollo-ს პროექტზე სამუშაოდ MIT-ის ხელსაწყოთმშენებლობის ლაბორატორიაში მიიწვიეს.

იგი დაიქირავეს MIT-ის Apollo-ს კომპიუტერულ პროექტში, რომელსაც აერონავტიკის ინჟინერიის პროფესორი ჩარლზ სტარკ დრეიპერი ხელმძღვანელობდა.

დრეიპერმა შეძლო მთვარეზე ფრენის სანავიგაციო და მართვის სისტემის შესაქმნელად NASA-ს კონტრაქტი მოეპოვებინა, რის შესახებაც პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ 1961 წელს გამოაცხადა.

პროფესიულმა უნარებმა ხელი შეუწყო ჰამილტონის დაწინაურებას პროექტის პროგრამული ინჟინერიის დირექტორის თანამდებობაზე. გუნდმა Apollo-ს ფრენებისთვის ორი 21 მეტრიანი საბორტო კომპიუტერი შექმნა: ერთი - სამეთაურო მოდულში, რომელსაც ასტრონავტები დედამიწიდან გადაჰყავდა, ხოლო მეორე - მთვარის მოდულში, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაეშვა.

ჰამილტონი 1969–1972 წლებში მთვარეზე დაშვების ექვს მისიაზე მუშაობდა. მის მიერ შექმნილმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ წვლილი შეიტანა Skylab-ის - ამერიკის პირველი კოსმოსური სადგურის - შექმნასა და მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის (Space Shuttle) ადრეულ პროექტირებაშიც. 1976 წელს ჰამილტონმა კომპანია Higher Order Software დააფუძნა, ხოლო ათი წლის შემდეგ - მეორე ფირმა, Hamilton Technologies.

2016 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მარგარეტ ჰამილტონი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ტექსტში აღნიშნულია, რომ მისმა მოღვაწეობამ NASA-ში საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე, საიმედო პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა და ინჟინერიას.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.