ჟალიმასი საქართველოზე: მოსამართლეებს უნდა დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები
ჟალიმასი აცხადებს, რომ საქართველოს ავტორიტარული კონსოლიდაციის ფონზე ევროპის რეაგირება არასაკმარისია და მოსამართლეების მიმართ მიზანმიმართული სანქციების, სავიზო აკრძალვებისა და პოლიციური აღჭურვილობის მიყიდვის შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმდინარე ქმედებების ფონზე, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის საპასუხოდ ევროპის რეაგირება ჯერჯერობით არასაკმარისი იყო.
აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები ევროკავშირზე უფრო შორს წავიდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების სანქცირების მიმართულებით. ჩვენ ეს სხვაობა უნდა აღმოვფხვრათ.
პირველ რიგში, უნდა დავაწესოთ მიზანმიმართული სანქციები და სავიზო აკრძალვები, მათ შორის, განსაკუთრებით იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს უწყობენ ხელს.
მეორე – საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უნდა იყოს დამოკიდებული ხელშესახებ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ კურსის შეცვლას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ითვალისწინებს. ეს რეკომენდაციები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენის გზამკვლევია.
მესამე – ჩვენ უნდა შევზღუდოთ საქართველოში იმ საპოლიციო აღჭურვილობის გაყიდვა ან გადაცემა, რომელიც შემდგომ რეპრესიებს ხელს შეუწყობს.
დაბოლოს, ევროპამ უნდა გააძლიეროს დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირი მხარდაჭერა და ამავდროულად მოითხოვოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირების გათავისუფლება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.