ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროპარლამენტარი ლეოლუკა ორლანდო – საქართველოში ათასობით მოქალაქე მოედნებს ავსებს, უფლებებსა და თავისუფლებას ითხოვს

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარმა ლეოლუკა ორლანდომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სისტემურად ძირს უთხრის ოპოზიციას და ცდილობს ერთადერთ პარტიად დარჩეს. პარალელურად, 70-მდე ევროპარლამენტარმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი მმართველი პარტიის მიեր ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი ლეოლუკა ორლანდო – საქართველოში ათასობით მოქალაქე მოედნებს ავსებს, უფლებებსა და თავისუფლებას ითხოვს
ევროპარლამენტარი ლეოლუკა ორლანდო – საქართველოში ათასობით მოქალაქე მოედნებს ავსებს, უფლებებსა და თავისუფლებას ითხოვსპირველი არხი

საქართველო დემოკრატიული რყევის პერიოდს გადის, ათასობით მოქალაქე მოედნებს ავსებს და უფლებებსა და თავისუფლებას ითხოვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლეოლუკა ორლანდომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ უმრავლესობა მიიღო, თუმცა ადგილი ჰქონდა ძალადობას და ახლა ის სისტემურად ძირს უთხრის მთელ ოპოზიციას. მას სურს, პარლამენტში ერთადერთი პარტია გახდეს. არსებობს ასობით დაკავებული და გაიმართა მრავალი სასამართლო პროცესი.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს. მე ვმონაწილეობდი თბილისში გამართულ აქციაში და ქართველებისთვის ეს არ არის ოცნება, ეს არის კოშმარი, რადგან პარტიას არ სურს, რომ სხვა პარტიები არსებობდეს. გარდა ამისა, არის რუსეთი, რომელიც კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ტერიტორიის ოკუპაციას. ეს არადემოკრატიული არჩევანია და რუსეთის ზეწოლის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მრავალი წელია, დაბლოკილია. ევროკომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, სანქციების დაწესების ჩათვლით, რათა მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის უფლებას, იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში და მოითხოვონ იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ციხეში მოათავსეს“,- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“.

რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. პროექტის კენჭისყრა ხვალ, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ უმრავლესობა მიიღო, თუმცა ადგილი ჰქონდა ძალადობას და ახლა ის სისტემურად ძირს უთხრის მთელ ოპოზიციას. მას სურს, პარლამენტში ერთადერთი პარტია გახდეს. არსებობს ასობით დაკავებული და გაიმართა მრავალი სასამართლო პროცესი. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს. მე ვმონაწილეობდი თბილისში გამართულ აქციაში და ქართველებისთვის ეს არ არის ოცნება, ეს არის კოშმარი, რადგან პარტიას არ სურს, რომ სხვა პარტიები არსებობდეს. გარდა ამისა, არის რუსეთი, რომელიც კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ტერიტორიის ოკუპაციას. ეს არადემოკრატიული არჩევანია და რუსეთის ზეწოლის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მრავალი წელია, დაბლოკილია. ევროკომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, სანქციების დაწესების ჩათვლით, რათა მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის უფლებას, იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში და მოითხოვონ იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ციხეში მოათავსეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.