ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აქცია მერიასთან - 20 წელზე მეტია საკუთარ ბინებს ველოდებით

ეკონომიკის სამინისტროთბილისის მერია

ცენტრ პოინტის დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ 20 წელზე მეტია ბინებს ელოდებიან და მშენებლობის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

აქცია მერიასთან - 20 წელზე მეტია საკუთარ ბინებს ველოდებით
აქცია მერიასთან - 20 წელზე მეტია საკუთარ ბინებს ველოდებითTV პირველი

"ცენტრ პოინტის“დაზარალებულებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა - როგორც უწყებიდან გამოსულმა მოქალაქეებმა "პირველებთან" განაცადეს, მათთვის არ დაუსახაელებიათ კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება მშენებლობა.

შეხვედრამდე დაზარალებულებმა საცხოვრებული ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქცია მერიის წინ გამართეს.

მარიჯანის 4 ნომრის მოსახლეობა ამბობს, რომ მერია მათ 2021 წელს დაჰპირდა სოციალური პროექტის ფარგლებში კორპუსის აშენებასა და 433 დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას, თუმცა ადგილზე ჯერ-ჯერობით მშნებლობა დაწყებული არ არის.

მოსახლეობას თქმით, იმის გამო, რომ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა ისევ შეჩერებულია, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზა, დაზარალებულების თქმით, არარსებულ დოკუმენტებს ითხოვს, პროცესი ჭიანურდება.

დაზარალებულები სამხარაულის ბიუროს ჩანაცვლებას ეკონომიკის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული ექსპერტებით ითხოვენ, რაზეც მათი თქმით, თბილისის მერია ამ ეტაპზე უარს აცხადებს.

"ორი-სამი კვირის ვადაში იქნება ის ნიმუშების პასუხები მზად, რასაც ითხოვს საქართველოს სამხარულის ექსპერტი და დადებს პასუხს. მეტი პრობლემა არ უნდა იყოს წესით, მაგრამ, როგორც ვიცი, სამხარული ამის მერე კიდე რაღაცას გამოძერწავს. იმიტომ გვინდოდა ჩანაცვლება სხვა, ეკონომიკის სამინისტროს ორი აკრედიტიზებული ექპსერტიზით, თუმცა ამ საკითხს მერია არ განიხილავს." - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

"ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები 433 ოჯახი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია საკუთარ ბინებს ელოდება, აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ხოლო მათთვის კუთვნილი ქონება შესაძლოა მესამე პირების ინტერესებს ეწირებოდეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორი-სამი კვირის ვადაში იქნება ის ნიმუშების პასუხები მზად, რასაც ითხოვს საქართველოს სამხარულის ექსპერტი და დადებს პასუხს. მეტი პრობლემა არ უნდა იყოს წესით, მაგრამ, როგორც ვიცი, სამხარული ამის მერე კიდე რაღაცას გამოძერწავს. იმიტომ გვინდოდა ჩანაცვლება სხვა, ეკონომიკის სამინისტროს ორი აკრედიტიზებული ექპსერტიზით, თუმცა ამ საკითხს მერია არ განიხილავს.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.