ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რომელი გავლენიანი რუსები დაფრინავდნენ კერძო რეისებით რუსეთ-საქართველოს შორის 2014-18 წლებში

რუსულმა დამოუკიდებელმა მედია Проект-მა გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მონაცემები რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების კერძო ფრენების შესახებ, რომლებიც 2014-2018 წლებში რუსეთსა და საქართველოს შორის დაფრინავდნენ. სიაში მოხვდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის ის დეპუტატებიც, რომლებმაც 2008 წელს მხარი დაუჭირეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას.

რომელი გავლენიანი რუსები დაფრინავდნენ კერძო რეისებით რუსეთ-საქართველოს შორის 2014-18 წლებში
რომელი გავლენიანი რუსები დაფრინავდნენ კერძო რეისებით რუსეთ-საქართველოს შორის 2014-18 წლებშიტაბულა

რუსული დამოუკიდებელი მედია Проект-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აღწერს რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების კერძო რეისების ფრენებს სხვადასხვა ქვეყნებში. ინფორმაცია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) გაჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობა. მონაცემები მოიცავს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით შესრულებულ ფრენებსაც.

მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაფრინავდნენ ის პირებიც, რომლებიც დეპუტატები იყვნენ მაშინ, როცა რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას.

ეს დეპუტატები არიან:

ლეონიდ სლუცკი სახელმწიფო დუმის დეპუტატი 2000 წლიდან, ჟირინოვსკის რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტის (ЛДПР) წარმომადგენელი. ის 2022 წლიდან ამ პარტიას ხელმძღვანელობს.

ივან დემჩენკო დუმაში დეპუტატია 2007 წლიდან. არის "ერთიანი რუსეთის" წევრი კრასნოდარის მხარის ოლქიდან.

ვასილი შესტაკოვი დეპუტატი იყო 2003–2016 წლებში და სამი მოწვევის განმავლობაში სამი სხვადასხვა ძალა წარმოადგინა: ბლოკი "როდინა" (2003–2007), "სამართლიანი რუსეთი" (2007–2011) და "ერთიანი რუსეთი" (2011–2016).

რიფატ შაიხუტდინოვი 2003–2011 წლებში ЛДПР-ის დეპუტატი იყო, 2016–2021 წლებში კი დუმაში "სამოქალაქო პლატფორმიდან" დაბრუნდა.

2008 წლის 25 აგვისტოს, როცა დუმამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მოუწოდა, ოთხივე მოქმედი დეპუტატი იყო: სლუცკი და შაიხუტდინოვი - ЛДПР-ის, დემჩენკო - "ერთიანი რუსეთის", შესტაკოვი კი "სამართლიანი რუსეთის" ფრაქციიდან. ყველაზე მეტი ფრენა რუსეთ-საქართველოს შორის დემჩენკომ შეასრულა. შესტაკოვი არამხოლოდ ყოფილი დეპუტატი, არამედ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარია და მისი სპარინგ-პარტნიორიც იყო.

საქართველო-რუსეთს შორის მოგზაური რუსი მაღალჩინოსნების, ბიზნესმენებისა და მათი ოჯახის წევრების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.