ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კალუგინის მტკიცებით, "EU საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს"

ქართული ოცნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მიხაილ კალუგინის მტკიცებით, ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს და ხელებს უგრეხს ეროვნული ინტერესების გამო. მან ასევე ისაუბრა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, ჟენევის დისკუსიებზე და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა მოდიოდეს.

კალუგინის მტკიცებით, "EU საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს"
კალუგინის მტკიცებით, "EU საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს"ტაბულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საქართველოზე ისაუბრა.

კალუგინის მტკიცებით, ევროკავშირი საქართველოს "რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს". როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ირწმუნება, ქართული ოცნება "ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს" და საქართველოს ამ მიზეზით "უგრეხენ ხელებს".

"საქართველოს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირი კვლავ უპირატესობას ანიჭებს ულტიმატუმებისა და მუქარის ენას და მიიჩნევს, რომ შეუძლია ქვეყნებს უკარნახოს, ვისთან ჰქონდეთ ურთიერთობა და რომელ ღირებულებებს დაეყრდნონ. არსებითად, ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, ეღიარებინა მისი უფლება, ჩარეულიყო არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც. საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია ასეთ ნეოკოლონიურ მიდგომასა და მისი სუვერენიტეტის აგრესიულ შეზღუდვას. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა ის "დემოკრატიულ უკუსვლად" გამოაცხადა. მან საქართველოს ხელების გადაგრეხა დაუწყო იმის გამო, რომ ქვეყანა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებენ. გარდა ამისა, ისინი თბილისს რეგულარულად საყვედურობენ ანტირუსულ სანქციებთან არშეერთების გამო. დღეს ეს ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ წაყენებული უპირველესი მოთხოვნაა.

საქართველოს ხელისუფლება საპასუხოდ გულწრფელად აცხადებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა რუსეთზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა თავად საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე შედეგები ექნება. საბოლოოდ, ბრიუსელმა სანქციების დაწესება ქართულ ბიზნესზეც დაიწყო." - თქვა კალუგინმა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ "ევროკავშირთან ურთიერთობების წარმართვა საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა". კალუგინმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვის ზრდასა და ტურიზმზე. მისივე მტკიცებით, ევროპერსპექტივა საქართველოსთვისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის არ არის სიცოცხლისუნარიანი.

"რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირებს, ისინი ბუნებრივ ხასიათს ატარებს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თითქმის 20%-ით გაიზარდა, ხოლო რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების მეოთხედს რუსები შეადგენენ. ჩვენ ქართული ტრადიციული პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები ვართ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 32%-დან 21%-მდე შემცირდა. ამასთან, 2025 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მხოლოდ 12% მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებზე, მაშინ როდესაც დსთ-ს ქვეყნებზე - 70%. ეს ციფრები ბევრს ამბობს იმაზე, საერთოდ რამდენად სიცოცხლისუნარიანია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. ევროინტეგრაცია ჰგავს სამუდამოდ მიუწვდომელ ჰორიზონტს, რომლისკენ სწრაფვაც მხოლოდ გვაშორებს ნამდვილი ეროვნული ინტერესების მიღწევას." - თქვა კალუგინმა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საკუთარ არგუმენტად გეოგრაფია დაასახელა და თქვა, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია და ის "გეოპოლიტიკურ ამბიციებზე ძლიერია". მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი თბილისი უნდა იყოს.

"ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე ძლიერია. ჩვენ საქართველოს მეზობლები ვიყავით და ვართ. ჩვენ გვაკავშირებს უმჭიდროესი კულტურული კავშირებიც, რომელსაც რუსეთში სათუთად ეპყრობიან. სხვათა შორის, 17 ოქტომბერს რუსეთში პირველად გაიმართება ქართული ენის ფედერალური კარნახი. ვიმედოვნებთ, რომ ის ყოველწლიურ ღონისძიებად იქცევა.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს." - თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა.

კალუგინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ფორმატში რუსეთის მთავარი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ "უზრუნველყონ მტკიცე უსაფრთხოება სოხუმისა და ცხინვალისა, რომლებიც საქართველოს სამხედროების მიერ გაჩაღებული რამდენიმე სისხლისმღვრელი შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლები გახდნენ". მან გაუსვა ხაზი რუსეთის პოზიციას, რომ საქართველოსგან ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებასა და ე.წ. საზღვრების დემარკაციას ითხოვენ.

"პრაქტიკულად, საუბარია საქართველოსგან სამართლებრივი გარანტიების მიღებაზე, რომ იგი არ გამოიყენებს ძალას ორი მეზობელი რესპუბლიკის ხალხების წინააღმდეგ. ეს გარანტიები იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში უნდა იყოს განმტკიცებული. ასევე, უნდა დაიწყოს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, რასაც შემდგომ მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს." - თქვა კალუგინმა.

კალუგინმა ასევე გაიმეორა რუსეთის საგარეო უწყების მტკიცება, რომ შვეიცარიამ ნეიტრალიტეტის კურსი დატოვა და მოსკოვი, ოკუპირებული რეგიონების მარიონეტულ რეჟიმებთან ერთად, "აქტიურად მიისწრაფის დისკუსიის რეგულარული რაუნდების გადატანის საკითხზე" ჟენევიდან ისეთ ლოკაციაზე, რომელიც "ფორმატის ყველა მონაწილისთვის მართლაც ნეიტრალური და მისაღებია". მან ასევე დაამატა, რომ სამხრეთ კავკასიის 3+3 ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრაქტიკულად, საუბარია საქართველოსგან სამართლებრივი გარანტიების მიღებაზე, რომ იგი არ გამოიყენებს ძალას ორი მეზობელი რესპუბლიკის ხალხების წინააღმდეგ. ეს გარანტიები იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაში უნდა იყოს განმტკიცებული. ასევე, უნდა დაიწყოს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, რასაც შემდგომ მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს“
მიხაილ კალუგინი
„გამოაცხადა. მან საქართველოს ხელების გადაგრეხა დაუწყო იმის გამო, რომ ქვეყანა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებენ. გარდა ამისა, ისინი თბილისს რეგულარულად საყვედურობენ ანტირუსულ სანქციებთან არშეერთების გამო. დღეს ეს ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ წაყენებული უპირველესი მოთხოვნაა. საქართველოს ხელისუფლება საპასუხოდ გულწრფელად აცხადებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა რუსეთზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა თავად საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე შედეგები ექნება. საბოლოოდ, ბრიუსელმა სანქციების დაწესება ქართულ ბიზნესზეც დაიწყო.“
მიხაილ კალუგინი
„რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირებს, ისინი ბუნებრივ ხასიათს ატარებს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თითქმის 20%-ით გაიზარდა, ხოლო რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების მეოთხედს რუსები შეადგენენ. ჩვენ ქართული ტრადიციული პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები ვართ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 32%-დან 21%-მდე შემცირდა. ამასთან, 2025 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მხოლოდ 12% მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებზე, მაშინ როდესაც დსთ-ს ქვეყნებზე - 70%. ეს ციფრები ბევრს ამბობს იმაზე, საერთოდ რამდენად სიცოცხლისუნარიანია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. ევროინტეგრაცია ჰგავს სამუდამოდ მიუწვდომელ ჰორიზონტს, რომლისკენ სწრაფვაც მხოლოდ გვაშორებს ნამდვილი ეროვნული ინტერესების მიღწევას.“
მიხაილ კალუგინი
„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე ძლიერია. ჩვენ საქართველოს მეზობლები ვიყავით და ვართ. ჩვენ გვაკავშირებს უმჭიდროესი კულტურული კავშირებიც, რომელსაც რუსეთში სათუთად ეპყრობიან. სხვათა შორის, 17 ოქტომბერს რუსეთში პირველად გაიმართება ქართული ენის ფედერალური კარნახი. ვიმედოვნებთ, რომ ის ყოველწლიურ ღონისძიებად იქცევა. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.