,, ასე გამოიყურება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების საცავი” – ნინო მიქიაშვილი
ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების ძველი საცავი ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ. მისი განცხადებით, საცავში ნალექის ჩასვლის გამო 2000-ზე მეტი ფირი განადგურდა და იატაკზეა დაყრილი.

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
,,აი, ასე გამოიყურება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების საცავი, პირველი არხის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ. ფოტოები თავად გადავიღე.
ახალ შენობაში გადასვლამდე საცავში ნალექის ჩასვლის გამო 2 000-ზე მეტი ფირი გადაუყრიათ.
საცავში ფირები რკინის თაროებზე ეწყო და ეს თაროები ჯართში ჩაუბარებიათ. ალბათ, კოლოფებიც მიაყოლეს და ამიტომ დაყარეს იატაკზე ეს ფირები.
თუ ეს ფირები უვარგისია, ამდენ ხანი რატომ ინახებოდა და თუ ვარგისია, ასე როგორ დაყარეთ?!“
created by photogrid
Screenshot
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.