უკრაინის უმაღლეს რადაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ანა სკოროხოდმა დააინიციირა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციიდან ნატოში გაწევრიანების ჩანაწერის ამოღებას და უკრაინის ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადებას გულისხმობს, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ანა სკოროხოდმა დააინიციირა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტი შესაბამისი ცვლილების კონსტიტუციაში ასახვას გულისხმობს.
ამასთან, დეპუტატი რადას სთავაზობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კურსი შენარჩუნდეს, ხოლო ნატოში ინტეგრაციის ჩანაწერი, რომელიც ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დროს იყო მიღებული, კონსტიტუციიდან ამოიღონ.
სკოროხოდის კანონპროექტის თანახმად, უკრაინა ნეიტრალურ ქვეყნად უნდა გამოცხადდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.