ირაკლი ქადაგიშვილი: დღევანდელ ვითარებაში არც საქართველო და არც პოლიტიკური გუნდი არ ვაპირებთ, რომ ნიშნის მოგებით ვისაუბროთ და ამაზე ჩვენი პოლიტიკური პიარი ავაწყოთ. ვუსურვებთ მათ, რომ საფრანგეთში იყოს მშვიდობა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს ამით პოლიტიკური პიარის აწყობას და საფრანგეთს მშვიდობას უსურვებს. სტატიაში ასევე საუბარია საფრანგეთში დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე.

დღევანდელ ვითარებაში არც საქართველო და არც პოლიტიკური გუნდი არ ვაპირებთ, რომ ნიშნის მოგებით ვისაუბროთ და ამაზე ჩვენი პოლიტიკური პიარი ავაწყოთ. ვუსურვებთ მათ, რომ საფრანგეთში იყოს მშვიდობა, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს.
„სხვას ნუ უსურვებ, თორემ შენ დაგემართებაო. ეს ვითარებაა დღეს საფრანგეთში. კარგად გვახსოვს, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება, მათ შორის, იმდროინდელ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ერთად, ტანდემში აქ ჩვენ ძალადობრივ მიტინგებს ახალისებდნენ, მხარდაჭერას უცხადებდნენ და ფინანსურად უზრუნველყოფდნენ.
დღევანდელ ვითარებაში არც საქართველო და არც პოლიტიკური გუნდი არ ვაპირებთ, რომ ნიშნის მოგებით ვისაუბროთ და ამაზე ჩვენი პოლიტიკური პიარი ავაწყოთ. ვუსურვებთ მათ, რომ საფრანგეთში იყოს მშვიდობა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საფრანგეთში დღეს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მხარდამჭერების მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება. ორგანიზატორებმა საზოგადოებას აქციების გამართვისკენ მოუწოდეს იმ მოსწავლეების მხარდასაჭერად, რომლებიც განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქვეყნის პრემიერმა სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ზომების მიღება ჯერ კიდევ გასულ კვირას დააანონსა, თუმცა პროფკავშირების განცხადებით, მთავრობას მათთვის „არაფერი კონკრეტული“ არ შეუთავაზებია.
ციტატები სტატიიდან
„სხვას ნუ უსურვებ, თორემ შენ დაგემართებაო. ეს ვითარებაა დღეს საფრანგეთში. კარგად გვახსოვს, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება, მათ შორის, იმდროინდელ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ერთად, ტანდემში აქ ჩვენ ძალადობრივ მიტინგებს ახალისებდნენ, მხარდაჭერას უცხადებდნენ და ფინანსურად უზრუნველყოფდნენ. დღევანდელ ვითარებაში არც საქართველო და არც პოლიტიკური გუნდი არ ვაპირებთ, რომ ნიშნის მოგებით ვისაუბროთ და ამაზე ჩვენი პოლიტიკური პიარი ავაწყოთ. ვუსურვებთ მათ, რომ საფრანგეთში იყოს მშვიდობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.