ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"სები ამ მიმართულებით შესაძლოა, დეკემბერში წავიდეს" - G&T-ის მოლოდინით, ოქტომბერში რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკი

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მოლოდინით, საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არ გაზრდის, თუმცა დეკემბერში შესაძლოა პოლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო.

"სები ამ მიმართულებით შესაძლოა, დეკემბერში წავიდეს" - G&T-ის მოლოდინით, ოქტომბერში რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდება
"სები ამ მიმართულებით შესაძლოა, დეკემბერში წავიდეს" - G&T-ის მოლოდინით, ოქტომბერში რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდებაBM.GE

Galt&Taggart-ის მოლოდინია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი უახლოეს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს არ გაზრდის. ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტები არ არის გაძლიერებული, რაც იმისი წინაპირობაა, რომ განაკვეთი უცვლელი დარჩეს. ამასთან, ლაშა ქავთარაძის თქმით, აშშ-ში განაკვეთის მოსალოდნელი ზრდა აძლიერებს ალბათობას, რომ პოლიტიკა დეკემბრეში გამკაცრდეს.

"ინფლაცია წინა წელთან შედარებით გაზრდილი არის და ფაქტობრივად ამაში ენერგიის ფასების ზრდის ტემპია საკმაოდ მაღალი. მაგალითად, ბენზინის და დიზელის კონტრიბუცია სექტემბრის ინფლაციაში დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტი იყო. თუმცა კომპოზიცია არის შეცვლილი: სექტემბრის ინფლაციაში ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, ძირითადი საზომები, რომლებსაც შემდგომ ეროვნული ბანკი იყენებს ინსტრუმენტებად (თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით), აი ესენი გაუმჯობესებული არის სექტემბერში. მაგალითად, საბაზო ინფლაცია მცირედით შემცირებული არის და თუ საბაზო ინფლაცია გაიზარდებოდა, მაშინ ჩვენ შეგვეძლო დასკვნები გაგვეკეთებინა, რომ მოთხოვნის მხრიდან არის ზეწოლა ინფლაციაზე, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ვლინდება, ანუ მეორე რაუნდის ეფექტები არ არის გაძლიერებული. მნიშვნელოვანი კიდევ არის მომსახურების ინფლაცია, რომელიც წინა ორ თვეში წლიურად 4.4% იყო და სექტემბერში ეს შენელებულია 3.7%-მდე. ანუ, ოქტომბერში - 21 ოქტომბერს არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. თუ აი ამ მაჩვენებლებს დაეყრდნობა ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად უნდა შეინარჩუნოს. თუმცა აქ არის ერთი რამ: არის Fed-ის განაკვეთის მოსალოდნელი აწევა, რომელსაც ბაზარი ელოდება უფრო დეკემბერში და თუ ამას გაითვალისწინებს ეროვნული ბანკი, რომ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა ლარსა და დოლარს შორის შეიძლება დაშორდეს (და მაგალითად, როდესაც Fed ზრდის საპროცენტო განაკვეთს, ნიშნავს იმას, რომ დოლარის აქტივების მიმზიდველობა იზრდება და შესაძლოა, მაგალითად, ინვესტირება იქითკენ გადავიდეს) - აი ეს რომ არ მოხდეს და ლარი ისევ მიმზიდველი დარჩეს, ეს არის არგუმენტი იმისა, თუ რატომაც შეიძლება გაზარდოს ჩვენმა ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით. ეს არის ჩვენი მოლოდინით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბაზო სცენარში ამას ვუშვებთ - უბრალოდ ალბათობა არის გაზრდილი, რომ ამ მიმართულებით შესაძლოა წავიდეს და ეს შეიძლება გააკეთოს არა ოქტომბერში, არამედ დეკემბერში",- ამბობს ეკონომისტი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ინფლაცია წინა წელთან შედარებით გაზრდილი არის და ფაქტობრივად ამაში ენერგიის ფასების ზრდის ტემპია საკმაოდ მაღალი. მაგალითად, ბენზინის და დიზელის კონტრიბუცია სექტემბრის ინფლაციაში დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტი იყო. თუმცა კომპოზიცია არის შეცვლილი: სექტემბრის ინფლაციაში ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, ძირითადი საზომები, რომლებსაც შემდგომ ეროვნული ბანკი იყენებს ინსტრუმენტებად (თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით), აი ესენი გაუმჯობესებული არის სექტემბერში. მაგალითად, საბაზო ინფლაცია მცირედით შემცირებული არის და თუ საბაზო ინფლაცია გაიზარდებოდა, მაშინ ჩვენ შეგვეძლო დასკვნები გაგვეკეთებინა, რომ მოთხოვნის მხრიდან არის ზეწოლა ინფლაციაზე, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ვლინდება, ანუ მეორე რაუნდის ეფექტები არ არის გაძლიერებული. მნიშვნელოვანი კიდევ არის მომსახურების ინფლაცია, რომელიც წინა ორ თვეში წლიურად 4.4% იყო და სექტემბერში ეს შენელებულია 3.7%-მდე. ანუ, ოქტომბერში - 21 ოქტომბერს არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. თუ აი ამ მაჩვენებლებს დაეყრდნობა ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად უნდა შეინარჩუნოს. თუმცა აქ არის ერთი რამ: არის Fed-ის განაკვეთის მოსალოდნელი აწევა, რომელსაც ბაზარი ელოდება უფრო დეკემბერში და თუ ამას გაითვალისწინებს ეროვნული ბანკი, რომ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა ლარსა და დოლარს შორის შეიძლება დაშორდეს (და მაგალითად, როდესაც Fed ზრდის საპროცენტო განაკვეთს, ნიშნავს იმას, რომ დოლარის აქტივების მიმზიდველობა იზრდება და შესაძლოა, მაგალითად, ინვესტირება იქითკენ გადავიდეს) - აი ეს რომ არ მოხდეს და ლარი ისევ მიმზიდველი დარჩეს, ეს არის არგუმენტი იმისა, თუ რატომაც შეიძლება გაზარდოს ჩვენმა ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით. ეს არის ჩვენი მოლოდინით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბაზო სცენარში ამას ვუშვებთ - უბრალოდ ალბათობა არის გაზრდილი, რომ ამ მიმართულებით შესაძლოა წავიდეს და ეს შეიძლება გააკეთოს არა ოქტომბერში, არამედ დეკემბერში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.