ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ცხინვალი ბელარუსთან პოლიტიკის მიღმა თანამშრომლობას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ახსარ ჯიოევის განცხადებით, რეგიონი ბელარუსთან პოლიტიკის მიღმა თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ სპორტის, კულტურისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გეგმავს.

ცხინვალი ბელარუსთან პოლიტიკის მიღმა თანამშრომლობას გეგმავს
ცხინვალი ბელარუსთან პოლიტიკის მიღმა თანამშრომლობას გეგმავსნეტგაზეთი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ახსარ ჯიოევის განცხადებით, რეგიონს ბელარუსთან თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები აქვს ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის.

მისი თქმით, მსგავსი კონტაქტების ჩამოყალიბება და გაფართოება თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვს, ბელარუსის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ამ დრომდე არ აქვს აღიარებული.

ამასთან, ჯიოევით თქმით, “სამხრეთ ოსეთსა და ბელარუსს საერთო ღირებულებები და ისტორიული კავშირები აქვთ”, რაც, მისი შეფასებით, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„პროცესი, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა გვესმის და პატივს ვცემთ ბელარუსის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას. ბელარუსი ხალხი, ისევე როგორც რუსი ხალხი, იმ ხალხებს მიეკუთვნება, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს ინარჩუნებენ და ეს გვაერთიანებს. ეს სამხრეთ ოსეთისთვისაც არ არის უცხო. ბელარუსში, ბრესტში ყოფნისას, ეს ძალიან კარგად ჩანს იმ დამოკიდებულებიდან, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ძეგლების მიმართ ავლენს. იქ დაკრძალულია ჩვენი ოსი მოსახლეობის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ბელარუსის გათავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღეს“, – განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, მსგავსი ისტორიული და ღირებულებითი კავშირები თანამშრომლობის განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჯიოევის განცხადებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები არსებობს სპორტის, კულტურისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

მისივე ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის სპორტსმენებმა ბელარუსში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. ამასთან, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს 2008 წლიდან რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს საპარლამენტო კრებაში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პროცესი, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა გვესმის და პატივს ვცემთ ბელარუსის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას. ბელარუსი ხალხი, ისევე როგორც რუსი ხალხი, იმ ხალხებს მიეკუთვნება, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს ინარჩუნებენ და ეს გვაერთიანებს. ეს სამხრეთ ოსეთისთვისაც არ არის უცხო. ბელარუსში, ბრესტში ყოფნისას, ეს ძალიან კარგად ჩანს იმ დამოკიდებულებიდან, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ძეგლების მიმართ ავლენს. იქ დაკრძალულია ჩვენი ოსი მოსახლეობის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ბელარუსის გათავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.