ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მთავრობამ „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი 1 წლის ვადით მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის საშუალებას აძლევს, მათ შორის ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებით.

მთავრობამ „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა
მთავრობამ „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭაBM.GE

მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „სქილვილს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა 1 წლის ვადით.

შესაბამის განკარგულებას, რომელიც 2026 წლის 28 სექტემბრით თარიღდება, ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის, განსაზღვრულ ფარგლებში გაცემული ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებითა და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიების ხელშეწყობის სხვა მექანიზმებით.

უფრო კონკრეტულად 2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.

ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:

ინოვაციური სტარტაპი;

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია;

კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.

ცნობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოლოდინით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის წელს შეიძლება 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს. ავთანდილ კასრაძის განმარტებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართული კომპანიების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.